მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საველე ჰოსპიტლის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას-თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალურ სექტორში სტაბილიზაცია შეინიშნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საველე ჰოსპიტლის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

“საბედნიეროდ, გარკვეული სტაბილიზაცია ჰოსპიტალურ სექტორში არის. 7 200-მდე არის შემთხვევა, რომელიც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. საველე ჰოსპიტლის საჭიროება ნამდვილად არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი დღეს პაციენტებზე ზრუნვას წვდება. ამდენად, საველე ჰოსპიტალი რჩება უბრალოდ სათადარიგო მდგომარეობაში თუკი მისი საჭიროება იქნება. ჯერჯერობით ის ტექნიკური რესურსი, რაც მობილიზებული გვქონდა, ადგილზეა და თუ დაგვჭირდება მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button