მნიშვნელოვანისიახლეები

საზმაუ-ს ეთერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დებატები გაიმართება

საქართველოს პირველი არხი მზად არის, ორგანიზება გაუწიოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დისკუსიას, ქართული ოცნების ყოფილ მინისტრებთან. მაუწყებელმა დრო შეარჩია და დებატები ხვალ ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიგეგმა.
დებატების ეს ფორმა თინა ხიდაშელმა თავად მოითხოვა, რასაც წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თავად შესთავაზა დისკუსია ოპონენტებს ღია ეთერში. იყო საუბარი უფრო დიდ ფორმატზეც, თუმცა ოპოზიციაში გადასული მინისტრები ისეთ დებატებს ითხოვდნენ, სადაც მაქსიმუმ 4 კაცი იქნებოდა ჩართული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ დებატებთან დაკავშირებით, მისი პოზიცია არ შეცვლილა.

“ჩემი პირადი პოზიცია რჩება იგივე, რაც იყო – ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში დებატი ერთი-ერთზე, ამისთვის მზად ვარ. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ველოდები შემოხმიანებას. ამ დებატების იდეა, ინიციატივა და კონტექსტი წინასწარ ცნობილი და გაწერილია,” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მაუწყებლის ამ დადასტურებამდე ირაკლი კობახიძემ მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ხვალ, 4 დეკემბერს 16:00-ზე დებატებისთვის ითხოვა ეთერი.

ირაკლი კობახიძეს სურს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დებატებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლები ყოფილ მინისტრებთან: თინა ხიდაშელთან და მიხეილ(პაპუნა) ჯანელიძესთან დაჯდეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

ამ განცხადებას ფეისბუქზე თანხმობით გამოეხმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. საბოლოო პასუხი არ უთქვამს თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს.

2 დეკემბერს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის“ არსებობას.

ამის შემდეგ მან „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად” გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ცნობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. შესაბამისი განცხადება მთავრობის „ფეისბუქის“ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან ერთად, სთავაზობს საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს, დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“.

მსგავსი პოსტები

Back to top button