მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდა
საქართველოს დიდ ქალაქებში შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ ამუშავდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ, 31 აგვისტოს მიიღო.
შეზღუდვა ეხება: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავ ტრანსპორტს. გარდა ამისა, გაჩერებულია თბილისის მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით სამგზავრო გადაყვანა.
შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
მძიმე ეპიდსიტუაციის გამო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 14 აგვისტოს შემდეგ გაჩერებულია. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით შეუძლიათ.