მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ირაკლი აბსანძე დააკავეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია ირაკლი აბსანძე, ამავე არხის ჟურნალისტი და ტოკ-შოუს წამყვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.” – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, სხვადასხვა აქციები მას შემდეგ იმართება, რაც “TV პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

ლაშქარავას, რომელსაც 5 ივლისს მოძალადეებმა “სირცხვილიას” ოფისში სასტიკად სცემეს რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

შსს ოფიციალური, ე.წ “შუალედური დასკვნის” თანახმად, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკებით ზედოზირება, რადგან სამინისტროს მტკიცებით, გვამზე ექსპერტიზის ჩატარების დროს სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება.

მსგავსი პოსტები

Back to top button