საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა – ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.
პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლოაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა – ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.
განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა – ორი ხმა.
კანდიდატის გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.