მნიშვნელოვანირეგიონი

ვაჟა- ფშაველას სახელობის თელავის დრამატული თეატრი პრემიერას გამართავს

თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ვაჟა- ფშაველას სახელობის თელავის დრამატული თეატრი პრემიერას გამართავს.

თელავისა და თავისუფალი თეატრების ერთობლივ სპექტაკლს მაყურებელი 2 და 3 აპრილს იხილავს.

თელავის თეატრის დირექტორის, მიხეილ დაღუნდარიძის განმარტებით,
გასული წლის სეზონის დახურვის შემდეგ, თეატრი ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩა.

” ფაქტიურად წელიწადნახევარია არაფერი გვითამაშია. დეკემებერში სეზონი დავასრულეთ, მარტში პრემიერას ვაპირებდით და ვირუსის გამო, საერთოდ ყველაფერი ჩავარდა. ახლა ავთო ვარსიმაშვილის პექტაკლს “როცა ძალიან მოგენატრები” ვითამაშებთ. მთავარ როლებს რუსთაველის თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი და თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე ასრულებენ” – განაცხადა დაღუნდარიძემ.

პრემიერა თელავის დრამატულ თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.

სპექტაკლზე დასწრების მსურველებს დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ.

მაყურებელი დარბაზში, პირბადითა და თითო სკამის გამოტოვებით დაჯდება.

თელავის თეატრის მცირე დარბაზში სულ 168 ადგილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button