მნიშვნელოვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის შემდეგ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 8-დან მხოლოდ 4 გავიდა. კანდიდატებს კენჭი სამეურვეო საბჭოს 9 წევრმა უყარა.

ყველაზე მეტი ხმა (9) შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თიკო ბერძენიშვილმა მიიღო, მომდევნო ადგილზე იყვნენ ხათუნა ლაგაზიძე და ირმა სოხაძე (7-7 ხმით), გამსვლელი ხმებიდან ყველაზე ნაკლები (5) მხარდაჭერა ალექსანდრე ვახტანგოვს ჰქონდა.

შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ რევაზი შალიბაშვილი, გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი და თამაზ ბიბილური.

კონკურსი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად 17 სექტემბერს დასრულდა. ახლა სამეურვეო საბჭო თითოეულ კანდიდატს უნდა გაესაუბროს და მათგან ერთ-ერთი დირექტორად შეარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვასილ მაღალფერიძემ მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button