მნიშვნელოვანირეგიონი
ზუგდიდის ოქროს ბირჟა კორონავირუსის გამო დაიკეტა

ზუგდიდში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო, რუსთაველის #94-ში მდებარე უნივერმაღის ყოფილი და ოქროს ბირჟის შენობა დროებით დაიკეტა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ცნობით, მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება, ხოლო შენობებს დეზინფექცია უტარდება.
ცნობისთვის, ზუგდიდში კოვიდ-19-ის ორი შემთხვევა დღეს დადასტურდა.
ერთი შუახნის მამაკაცი ოქროს ბირჟის თანამშრომელია, მეორე – 72 წლის ქალი კი, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელი და მესანთლეა.