სპორტი

სელტიკი და რეინჯერსი ინგლისურ პირველობაზე

რამდენიმე დღის წინ შექმნილმა და ახლა უკვე თითქმის კრახგანცდილმა სუპერლიგამ ინგლისის ჩემპიონატში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია.

პრემიერლიგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც ინგლისურმა გრანდებმა ფანების საპრეტესტო აქციის ფონზე სუპერლიგა დატოვეს,_ ჩემპიონატის ტრანსფორმირების იდეა უფრო მეტად აქტუალური გახდა.

ბრიტანეთში უკვე დაიწყეს პრემიერლიგის მოდერნიზაციაზე საუბარი და ფიქრობენ რომ მას ინგლისური სუპერლიგა დაერქმევა.

ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე გუნდების რაოდენობა 18_მდე შემცირდება.

ჩემპიონატს კი დაემატება ორი უძლიერესი შოტლანდიური კლუბი: სელტიკი და რეინჯერსი. ზოგადად, ამ კლუბების დერბი ყოველთვის ინტერესს იწვევდა ევროპული ფეხბურთის სამყაროში და სავარაუდოდ. შოტლანდიელებისთვისაც იდეა მისაღები უნდა იყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button