მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება”

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტდებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო „პისიარზე“. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, – განაცხადა თურნავამ.

19 ივლისიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

შეზღუდვები ბანაკების გაუქმებას გულისხმობს ასევე ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეებისთვის, საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ,19 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასწრება მხოლოდ წინასწარი PSR ტესტირების საფუძველზე იყო შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button