რეგიონი
სენაკში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფანჯარა ჩამოვარდა და სკოლის 2 პედაგოგს დაეცა
სენაკში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფანჯარა ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, ფანჯარა სკოლის 2 პედაგოგს დაეცა.
შემთხვევა,დღის მეორე ნახევარში მოხდა. “პედაგოგები ფანჯრის დაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ფანჯარა ჩამოვარდა და მათ დაეცა”, -ამბობს რადიო თბილისთან ინფორმირებული წყარო.
მომხდარს ასევე ადასტურებენ რესურსცენტრშიც. დაშავებული მასწავლებლები კლინიკა “არქიმედეში” გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხდებენ,რომ პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ისინი ამ დრომდე კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან.