კრიმინალი

სენაკში ქუჩას სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ცხოვრობდა, შესაძლოა, მისი სახელი ეწოდოს

სენაკში იმ ქუჩას, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა, შესაძლოა, მისი სახელი ეწოდოს.
ეს ინიციატივა სენაკის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” მირანდა მირცხულავას ეკუთვნის.

“შონიას ქუჩას ბახვა ჩიქობავას სახელი უნდა მიენიჭოს. როგორც კი შედგება სხდომა, პირველივე საკითხად დავაყენებ. სიცოცხლეს შევწირავ და ამ ქუჩას სახელს მაინც გადავარქმევ“, _ აცხადებს მირანდა მირცხულავა.

ამავდროულად, ამავე მოთხოვნით სენაკელი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა მანიფესტი,სადაც საჭიროა 1000 ხელმოწერა, აქედან კი დარჩენილია 122.

მოსახლეობის უმეტესობას სურს ნოე შონიას ქუჩას ეწოდოს ბახვა ჩიქობავას სახელი.
“ჩვენ, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ, ქალაქ სენაკში არსებულ ნოე შონიას ქუჩას ეწოდოს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის რუსეთთან შეუპოვარ ბრძოლაში გმირულად დაღუპული პოლკოვნიკ ბახვა ჩიქობავას სახელი.”-ვკითხულობთ მანიფესტში.

ცნობისთვის,ბახვა ჩიქობავა უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო. მისი ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button