კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სენაკში სუპერმარკეტიდან ძეხვი კარაქი და ზეთი მოიპარეს

სენაკში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე სუპერმარკეტი გაქურდეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია საკვები პროდუქტი, მათ შორის დაკონსერვებული საკვები, ძეხვი, კარაქი, ზეთი და ა.შ. მისივე ვარაუდით, მაღაზიაში სიგარეტს და ფულსაც ეძებდნენ და ჩასარიცხი აპარატის გატეხვაც სურდათ.

ნაქურდალი პროდუქტის ნაწილი პოლიციამ მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინა. წასაღებად გამზადებულ ყუთებში სარეცხის საშუალებები და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭირო სხვა ნივთები აღმოჩნდა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო,რაც ქურდობას გულისხმობს.

ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button