მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში სარვამარტო ღონისძიებები არ გაიმართება

კახეთში სარვამარტო ღონისძიებები არ გაიმართება.

რეგიონის მუნიციპალიტეტები, ქალთა საერთაშორისო დღეს, მხოლოდ სოციალურად დაუცველთა რეესტრში დარეგისტრირებულ პირებს მიულოცავენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, საჩუქრები სიმბოლური იქნება.

” ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ რა შეგვიძლია ფინანსურად, თუმცა საჩუქრები სიმბოლური იქნება და არ მგონია, რმე განსაკუთრებული შევძლოთ. კულტურულ ღონისძიებებს არ ვატარებთ, მხოლოდ სოციალურ სამსახურის მიერ რეესტრში აღრიცხულ პირებისთვის შევძლებთ მცირეოდენს”- განაცხადა ქარუმაშვილმა.

კულტურული ღონისძიებები არ იგეგმება თელავშიც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განმარტებით, სიმბოლურ საჩუქრებს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველები მიიღებენ.

” არ არის ღონისძიებები, მხოლოდ სიმბოლური საჩუქრების გადაცემა იგეგმება რეესტრში აღრიცხული პირებოსათვის”- განაცხადა ყუშიტაშვილმა.

ქალების ყვავილებით დასაჩუქრებას გეგმავენ გურჯაანში, სადაც მუნიციპალიტეტის პირველი პირები, ქუჩაში გავლენ და შემთხვევითობის პრინციპით ყვავილებს დაარიგებენ.

სიმბოლური საჩუქრები დარიგდება რეგიონების სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button