მსოფლიოსიახლეებისპორტი

სერია A-ს სეზონი შეიძლება აღარ გაგრძელდეს

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი სავარაუდოდ ვერ განახლდება. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ.

სერია A-ს სეზონი ერთი თვის წინ შეწყდა, კორონავირუსის პანდემიის გამო. წინასწარი ინფორმაციით, თამაშები 2 მაისს უნდა განახლდეს, მაყურებლების გარეშე, მაგრამ დიდი ალბათობით, ასე არ მოხდება.

ჩემპიონატში ოცდათვრამეტი ტურიდან ოცდაექვსია ჩატარებული და გათამაშების ცხრილს ლიდერობს ტურინის „იუვენტუსი”, სამოცდასამი ქულით. მასზე ერთი ქულით ნაკლები აქვს რომის „ლაციოს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button