რეგიონისიახლეები

“სეს”მა სარეალიზაციოდ გამზადებული ნახევარი ტონა ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის ორ მუნიციპალიტეტში სარეალიზაციოდ გამზადებული ნახევარი ტონა ხორცი დალუქა.

515 კილოგრამი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, ეროვნული სააგენტოს თანშრომლებმა, თელავისა და სიღნაღის მუნიციპლიტეტებში, ობიექტების შემოწმების დროს აღმოაჩინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, სულ ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს და სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის, ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

” კონტროლის შედეგად, 14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო.ასევე აღმოჩენილია
ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც უნდა განადგურდეს” – განმარტავენ უწყებაში.

საეჭვო წარმომავლობის სარეალიზაციოდ გამზადებული ხორცი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე რამდენჯერმე, სხვადასხვა რეგიონებში აღმოაჩინა.

2018 წელს, კახეთში, კანონით დადგენილი სანიტარული ნორმების დარღვევისათვის, ოთხი სასაკლაოც დაიხურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button