“სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 20 მაისს ამუშავდება”

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის თქმით, “სისტემა, რომელიც კახეთის მოსახლეობას სეტყვისგან დაიცავს, სრულად 20 მაისს ამოქმედდება”.

როგორც რადიო “ჰერთს” გუბერნატორმა განუცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო რადარები უკვე დამონტაჟებულია, ხოლო ავტომატიზირებულ სარაკეტე სისტემებზე მუშაობა 15 მაისს დაიწყება.

კახეთის გუბერნატორის თქმითვე, “წინასწარი პროგნოზით, სეტყვით მიყენებული ზარალი რეგიონში 80-90 %-ით შემცირდება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button