რუსული „პროგრესის“ 8 ტონა ნარჩენი დედამიწაზე 8 მაისს დაეცემა

კოსმოსური ხომალდის ნამსხვრევები ასეულ კილომეტრზე გაიბნევა – ასე ვარაუდობს ამერიკელი ექსპერტი ბილ ეილორი.

ორბიტიდან გადაცდენის და ატმოსფეროს მკვრივ ფენებში წვის შემდეგ, ხომალდის 10-დან 40 პროცენტამდე ნარჩენი მასა, დედამიწისკენ დაიძრება.

ექსპერტის თქმით, 700 კილოგრამიდან 3 ტონამდე დაუმწვარი ფრაგმენტი დედამიწაზე დაეცემა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „პროგრესის“ ორბიტის ქვემოთ, ოკეანის ღია სივრცეა გადაჭიმული, სავარაუდოდ, ხომალდის ვარდნას ვერავინ დაინახავს. “პროგრესის” ვარდნას მეცნიერები ხვალ,8 მაისს ვარაუდობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button