მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:0 საათზეა დანიშნული.
სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება, რომელიც საზოგადოებას სიტყვით მიმართავს პარალელურად კი, სასამართლოს ეზოში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.

დღავანდელ პროცესზე მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს. კერძოდ, პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოჰკითხავს.

საზღვრის კვეთის საქმეზე გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებსა აქვთ წაყენებული. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გორავნობით შეეცვალათ.

ცხადია როგორც წინა პროცესებზე ამ პროცესებზეც იქნება რამდენიმე შუამდგომლობა და საქმის წარმოების ეტაპზე, რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესია, დაცვის მხარე გამოიყენებს ყველა კანონიერ ბერკეტს იმისთვის, რომ სიმართლე და ობიექტური ჭეშმარიტება იქნეს გარკვეული და სასამართლომ რეალურად შეძლოს სიმართლის დადგენა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button