სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ლაგოდეხში სახლს დაეცა

ნათიკ ასლანოვის საცხოვრებელ სახლს ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში სეტყვის საწინააღმდეგო რადარის რაკეტა დაეცა.– ამის შესახებ რადიო ჰერეთს თავად დაზარალებულმა განუცხადა.

მისი თქმით,მთლიანად დამწვარია სახლის სახურავი,გაბზარულია კედლებიც. ასლანოვის თქმით არავინ დაშავებულა.

როგორც მან ჰერეთთან განაცხადა,თავად მოახერხა ხანძრის ჩაქრობა და ამ დრომდე არ დაურეკავს სამაშველო სამსახურებში.

ასლანოვი შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებასა და ყურადღებას ითხოვს.

კახეთში ამ წუთებში უამინდობაა, ძლიერი წვიმა და ქარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button