მნიშვნელოვანისიახლეები

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად-ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მთავრობის პასუხის გარდა მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, ამ საკითხზე პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციას იწყებს.

ხოშტარიას ოპოზიციურ პარტიებთან შეთავაზება აქვს:

“გთავაზობთ:

ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს. დარწმუნებული ვარ ბევრს აქვს სურვილი დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გადაგვიწერა გუშინ პუტინმა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991-დან მოყოლებული და 2008 წლის გავლით ყველაზე კარგად ვიცით რა არის ოკუპაცია.

დღეს დავიწყებ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან და ვფიქრობ ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზიციური სპექტრი ერთად.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცმად,”– წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button