შადრევანი წყლის გარეშე [ფოტო + აუდიო]

ადგილობრივებს ლაგოდეხის შადრევანში წყალი თითქმის ერთი წელია აღარ უნახავთ.

რადიო “ჰერეთს” ცხელი ხაზის საშუალებით რამდენიმე მოქალაქემ მიმართა კითხვით, რატომ არ მუშაობს ახლად რეაბილიტირებულ სკვერში შადრევანი?

როგორც “ჰერეთმა” გაარკვია, დაზიანებულია შადრევანის მუშაობისთვის საჭირო ძრავი.

გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერია ამბობს, რომ შადრევანის მშენებელ კომპანიას შესაბამისი წერილით მიმართეს და მისი შეკეთება მოსთხოვეს.

“თუ არ მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, მუნიციპალიტეტი სასამართლოს მიმართავს”, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის ცენტრალური სკვერის რებილიტაცია ადგილობრივ ბიუჯეტს 2012 წელს 400 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

მოუსმინეთ გიორგი ბოკერიას ხმას

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”4120″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1430208283261″]

მსგავსი პოსტები

Back to top button