შალვა პაპუაშვილის განცხადებით მედიამენეჯერები პოლიტიკაში გადაიჭრნენ
დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ მედიამენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაეშვნენ.
მისივე თქმით, დაკავებულია 20 პირი, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პირის მიმართ ძალადობაზე აქვთ ბრალი წაყენებული.
„ძალიან სამწუხარო მოვლენაა, როცა მედიამენეჯერები პირდაპირ პოლიტიკაში გადაიჭრნენ. ეს არის პოლიტიკაში შებიჯება, რაცა აქამდეც ვიცოდით რომ ასე იყო. ის რაც 5 ივლისს მოხდა ჟურნალისტების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. 20 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პირის მიმართ ძალადობაზე აქვთ ბრალი წაყენებული, ანუ, რამდენიმე ასეთი ძალადობა აქვთ ჩადენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ამ წუთებში მას ბოლო გზაზე მიაცილებენ, როგორც კოლეგები და სხვადასხვა პოლიტიკოსები, ასევე მოქალაქეები.