მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების რაოდენობა გაიზარდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების რაოდენობა გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე, საბა გოგშელიძე დააკვეს.

სხვა დეტალები გოგშელიძის დაკავებაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

17 დაკავებულიდან კი, 14-ს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. გამოძიება მათ ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

დაკავებულების ნაწილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

“პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა ავტობანზე, მასში იღებდა მონაწილეობას, თუმცა პირველ კონფლიქტს რაიმე შედეგები არ მოჰყოლია.” – ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი.

ბრალის წარდგენის პროცედურა დილიდან თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ჩატარდა.

სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ყველა ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინება.

მსგავსი პოსტები

Back to top button