კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
შაქარაშვილის საქმეზე დღეს შესაძლოა ამირხანაშვილი გამოიკითხოს
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დასრულდება. სასამართლო პროცესები მცხეთასა და თბილისში ერთდოულად გაიმართება.
ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულების პროცესზე მოწმეების გამოკითხვა იგეგმება.შესაძლოა, დღეს საქმის მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი გამოიკითხოს.
უფლებადამცველის განცხადებით, დაკითხული 96 მოწმიდან საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ვერცერთი საუბრობს.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.