მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შარიათის კანონი და სისხლის აღების წესი თანამედროვე პანკისში

სოფელ საკობიანოსთან მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილისა და მკვლელობაში ბრალდებული ქავთარაშვილის ოჯახების შერიგება არ შედგა. ოჯახმა შუამავლების შეთავაზებაზე უარი განაცხადა და შარიათის კანონის დამორჩილებისა და სისხლის აღების წესი ძალაში დატოვა.

ხეობის მოსახლეობა დღეს მუთოშვილების ოჯახში იყო შეკრებილი. ადგილობრივებთან ერთად, მოლაპარაკებაზე თბილისიდან ჩასული სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ.

პანკისელები ამბობდნენ, რომ გვარების შერიგებაში შუამავალი პირების მიზანი სისხლისღვრის თავიდან აცილება და დამნაშავეების დასჯა იყო.

“ახლა მთავარია, ესენი შერიგდნენ, რომ სისხლისღვრა აღარ განმეორდეს. დამნაშავეებსაც კანონი დასჯის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით, რომ ეს საქმე შერიგებით დასრულდეს.” – განაცხადა ერთ- ერთმა უხუცესმა, ზელიმხან წუწაშვილმა.

შერიგების ბოლო ასეთი მცდელობა რამდენიმე თვის წინაც იყო, როცა ხეობაში, სპეციალური მოწვევით, ჩეჩნეთიდან ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ.

38 წლის ვისო მუთოშვილი გასული წლის ნოემბერში მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მას სოფელ საკობიანოსთან დაესხნენ თავს. დაიჭრა სამი ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.

თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირების შემდეგ, მუთოშვილებმა, ტრადიციული წესის თანახმად, სისხლის აღების გადაწყვიტილება მიიღეს. თუმცა, მრავალმხრივი ჩარევის შემდეგ, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და განაცხადეს, რომ წესი უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულებზე გავრცელდება.

წყარო: https://knews.ge/

მსგავსი პოსტები

Back to top button