შარლ მიშელი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

ევრუპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დრეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე შარლ მიშელმა საქართველოში არსებულ პორლიტიკურ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ამის გამო. მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შორის აუცილებელია პასუხისმგებლიანი მოქმედებები და დიალოგი.
“ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებულია კრიზისი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის გასანეიტრალებლად. ჩვენი შეხვედრის დროს, მე მოვუწოდებ პასუხისმგებელი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის.
მე, ასევე, საშუალება მექნება შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ მინისტრთან. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. მე ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიპს, ყველა მხარის ჩართულობას, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება მიიღოს ეს გამოწვევა, რათა მოახდინოს დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, არამხოლოდ იმ კავშირში, რაც ევროპასთან აქვს, არამედ, თავისი დემოკრატიული ბაზებით, რაც იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს მიზნები ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩადებული”, – თქვა შარლ მიშელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
შეგახსნებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 ტებერვალს ესტუმრა.
სტუმარს დახვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.
შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს