შარლ მიშელის შეთავაზებული 3 პრიორიტეტი საქართველოსთვის უკრაინისთვის და მოლდოვასთვის
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა და ამ ქვეყნებისთვის 3 პრიორიტეტი დაასახელა.
“მინდა მომავალზე გავაკეთო აქცენტი და 3 პრიორიტეტი გამოვყო.
პირველი არის – უპრეცედენტო გარღვევის პროგრამა, რომელიც არის გარდამტეხი ამ რეგიონისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ევროკავშირი 2.3 მილიარდი ევროთი დაეხმარება და ამ დახმარებას ექნება 17 მილიარდი ევროს მობილიზაციის შესაძლებლობა.
მეორე – ძლიერ მწამს, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შევძლებთ ათასობით კილომეტრი სარკინიგზო გზის დაგებას 2030 წლისთვისთვის და ეს კიდევ უფრო დაამოკლებს ფიზიკურ დაშორებას ჩვენს საზოგადოებებს შორის. ეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება იქნება ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ უფრო მედეგს გახდის თქვენს ქვეყნებს.
მესამე არის რეფორმები, დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია იქცეს მნიშვნელოვანი აქცენტი სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის უცილობელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი,” – განაცხადა შარლ მიშელმა.