შარლი ებდომ დამხრჩვალი სირიელი ბიჭის კარიკატურები გამოაქვეყნა
ფრანგულმა სატირულმა გამოცემამ „შარლი ებდომ“ ახალი პროვოკაციული კარიკატურები გამოაქვეყნა.
ჟურნალის გარეკანზე თურქეთის სანაპიროზე ნაპოვნი სირიელი ბიჭია გამოსახული, მის გვერდით კი სწრაფი კვების რესტორანია. კარიკატურას შემდეგი შინაარსის მინაწერი აქვს: „ასე ახლოს მიზანთან“, რესტორანს კი აბრაზე აწერია: „ორი საბავშვო მენიუ ერთის ფასად.“ მეორე კარიკატურაზე წყალში ბიჭის ცხედარი ტივტივებს, ზღვაზე კი იესო ფეხით გადადის, წარწერით: „ქრისტიანები წყალზე დადიან, მუსლიმანი ბავშვები კი იძირებიან.“
კრიტიკოსები წერენ, რომ გამოცემამ კომფორმისტ ევროპულ საზოგადოებას დასცინა, რომელსაც ტრაგედიიდან მეორე დღეს არ ახსოვდა დამხვჩვალი ბიჭუნა.
თურქეთის სანაპიროზე ნაპოვნი სირიელი ბიჭუნას ცხედარმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო შეძრა, ისევე როგორც გასულ წელს „შარლი ებდოს“ ოფისზე განხორციელებულმა თავდასხმამ, რასაც რედაქციის 12 თანამშრომელი ემსხვერპლა. თავდასხმის მიზეზი სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახდა.