მნიშვნელოვანისიახლეები

შატილის გზაზე ავარიაში გადარჩენილი მგზავრების მდგომარეობა გაუმჯობესდა

შატილის გზაზე, 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული სამივე მგზავრის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გაუმჯობესების დინამიკაც შეინიშნება.

„საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას რეფლექსი და გუგის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერვოლოგიური სტატუსის მხრივ, დადებითი დინამიკაა, თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია.

უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის – 100%-ზე და შემცირდა ჟანგბადის მიწოდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დადებით დინამიკად ჩაითვალოს. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია“, – ამბობს რატიანი. მისი თქმით, სამივესთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე ამ მხრივაც დადებითი დინამიკაა.

„ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე პაციენტი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება“, – განაცხადა რატიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button