სპორტ-ნიუსისპორტი
შავდათუაშვილის ოქრო და 2 ქართული ბრინჯაო პარიზიდან
პარიზის გრანდ სლემზე 73 კგ.წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელ ჰაშიმოტოს სძლია.
შავდათუაშვილმა ფინალამდე ძლიერი მეტოქეები ჩამოიცილა.ლაშამ ბრაზილიელი სეზარ კოდა,ფრანგი ჟან-ბენჟამენ გაბა და უზბეკი შახრამ ახადოვი დაამარცხა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა დღეს კიდევ 2 მედალი მოიპოვეს.
60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯაბა პაპინაშვილი და 66 კგ.წონაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
6 თებერვალს პარიზის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90კგ.) გავლენ.