მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ორი სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა გაააქტიურეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის რაიონში

წუხელ უკრაინის ხარკოვის, სუმის, პოლტავის, ასევე დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ტაქტიკური ავიაციის იერიშების გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში მძიმე საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიჭრა, დაზიანდა ჰოსტელი, ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ადმინისტრაციული შენობა და საწარმო. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა.
ხერსონის რაიონში რუსეთის ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, „გრადის“ დანადგარებით, ტანკებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით 435 ჭურვი ისროლეს, მათ შორის, ესროლეს საცხოვრებელ უბნებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 11 ოქტომბრის დილის ანგარიშში იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარები სამი ბატალიონით აქტიურად მიიწევდნენ წინ დონეცკის ოლქის ავდეევკის რაიონში. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს ყველა თავდასხმა „და არ დაუშვეს საზღვრებისა და პოზიციების დაკარგვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქალაქის ნანგრევები, რომლის აღებას რუსეთის ჯარები შარშან თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცდილობენ, დონეცკის გარეუბნიდან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს.მანამდე ამის შესახებ იუწყებოდნენ ავდეევკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია და უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები.

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სამი ბატალიონით, ტანკების და ჯავშანმანქანების მხარდაჭერით გაააქტიურა იერიში ავდეევკის რაიონში, რომელიც რუსულმა ავიაციამაც დაბომბა. გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და პოზიციები არ დაუკარგავთ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხრეთის სამხედრო დაჯგუფების ავიაციამ ავდეევკის რაიონში დაბომბა უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის პუნქტები.

რუსეთის ჯარები ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს.

ასევე არსებობს ცნობები რუსული ჯარების წინსვლის მცდელობის შესახებ ფრონტის სხვა მონაკვეთებში – მარიინკის რაიონში, კუპიანსკის მახლობლად, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის პიატიხატკის რაიონში.
ზოგადად, დღის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 108 შეტაკება დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო დღეების საშუალო მაჩვენებელს, იუწყებიან უკრაინელი სამხედროები.

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ ბოჰომაზმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დრონის გამოყენებით სცადეს სურაჟკის ოლქში ობიექტებზე თავდასხმა. ბოჰომაზის მტკიცებით, ისინი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მან ასევე დასძინა, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button