კუმ 5 კილოგრამი წონის შესაბამისი მონეტები გადაყლაპა [Photo/Video]

ტაილანდის პროვინცია ჩონბურის ნაციონალურ პარკში დღეგრძელ კუს უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმებმა ქვეწარმავალს კუჭიდან სხვადასხვა ქვეყნის 1000 მონეტა ამოუღეს, რომლის წონა 5 კილოგრამს შეადგენდა, – გვაცნობებს სააგენტო The Associated Press.

როგორც გაირკვა, კუმ ის მონეტები გადაყლაპა, რომელსაც ტურისტები აუზში ყრიდნენ, რათა კურორტზე კვლავ დაბრუნებულიყვნენ. მონეტების სიმძიმის გამო ქვეწარმავალი მარჯვნივ გადახრილი დაცურავდა და ვეტერინარებმა მისი გაკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. ამჟამად პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კუ გამოჯანმრთელების გზას დაადგა.

[print_gllr id=54738]

მსგავსი პოსტები

Back to top button