მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შეერთებული შტატების სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი თანხაც გასცენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდ აშშ დოლარს ითვალისწინებს და მასში უკრაინისთვის განკუთვნილი სახსრები და სამხედრო დახმარებაცაა გათვალისწინებული.

„თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად სთავაზობდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”, – წერია განცხადებაში.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდი ოცეულისთვის უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

“ჩვენი დახმარების მთავარი ნაწილი საჰაერო თავდაცვაა, რადგან თითოეული რუსული რაკეტა, რომელსაც უკრაინა ანადგურებს, ნიშნავს ოდნავ ნაკლებ ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ G7-ის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვაში”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

დოკუმენტი საქართველოსთვის დახმარების სახით 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
AP-ის ცნობით, კანონპროექტის თანახმად, 772 მილიარდი დოლარი საშინაო პროგრამებისთვისაა, 858 მილიარდი – თავდაცვისთვის.
კანონპროექტს მიემხრო სენატის 68 წევრი, წინააღმდეგი იყო 29.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი 16 დეკემბერს დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატამ – 8 დეკემბერს.

შეგახსენებთ რომ შეერთებული შტატების 2023 წლის ბიუჯეტი 1,7 ტრილიონი დოლარია. პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება.
სენატში კენჭისყრა მოხდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ. ზელენსკიმ კონგრეს მოუწოდა გააძლიერონ სანქციები და პასუხი აგებინონ ტერორისტს ყველა დანაშაულზე. მან თქვა, რომ თანხა რომლითაც ისინი უკრაინას ეხმარებიან ქველმოქმედებაა არაა, არამედ ესაა კონტრიბუცია მსოფლიო მშვიდობისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button