შეიარაღებული ძალები 24 წლისაა

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დააჯილდოებენ წარმატებულ სამხედროებს.

შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართება. ქართველ სამხედროებს დღესასწაულს ოჯახის წევრები მიულოცავენ, გამოფენილ სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებენ და სამუშაო გარემოს გაეცნობიან.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.

30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button