შეიარაღებული ძალების შესახებ რეპორტაჟი NATOCHANNEL.TV-ზე
ჯეფ ჰოლდენი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და სამხედრო ბაზებზე მიმდინარე არაერთ წვრთნას დაესწრო.
მის მიერ მომზადებული რეპორტაჟი “NATO Tests Georgia’s Best“ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის (NRF) I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულის მზადყოფნის შეფასებას ეხება, რომელსაც ნატოელი ექსპერტები აკვირდებოდნენ.
რეპორტიორი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ავღანეთში ნატოს მისიებში საქართველოს წვლილზე საუბრობს.