მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ, ყოფილ პოლიციელს, პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულ თემურ ოთანაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, ოთანაშვილის პირადი კავშირები. მოწმეებთან, სამართლადამცავ ორგანოებში მუშაობა, საექსპერტო ნიმუშების მოპოვების შესაძლებლობა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტიპის იარაღი და მიმალვის საფრთხე, პატიმრობის საფუძველს წარმოადგენდა.

ოთანაშვილის დაცვის მხარე, ბრალდებულისათვის 20 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

თავად ბრალდებულმა, მომხდარის გამო სინანული გამოთქვა, თუმცა დუმილის უფლება გამოიყენა.

წინასასამართლო სხდომა 28 ნოემბერს, 14 საათზე ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button