მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“შემახე ამნისტია”

მოძრაობა “შემახე ამნისტიის” წევრებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქტივისტები, პარლამენტის მიერ, საყოველთაო ამნისტიის კანონის დამტკიცებას ითხოვენ.

მათი თქმით, მმართველ ძალას უკვე წლებია, ამნისტია არ გამოუცხადებია და იკვეთება პატიმართა მიმართ შერჩევითი მიდგომა. მოძრაობის წარმომადგენლები საპროტესტო აქციების რეგიონებში გამართვასაც გეგმავენ.

“ქართული ოცნება” უკვე 9 წლის განმავლობაში არის ხელისუფლებაში და მას არ მიუღია ამნისტია. საქართველო მესამე ქვეყანაა, რომელშიც სტატისტიკურად, ციხეები გადავსებულია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე საყოველთაო ამნისტიის აქტს გამოსცემენ”. – განაცხადა ადვოკატმა და აქციის ორგანიზატორმა ალექსანდრე კობაიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button