მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შემოსავლების სამსახური: “სამუშაო 78 000 ადამიანმა დაკარგა”

კორონავირუსის პანდემიის შედეგად, სამსახური სულ ცოტა, 78 000-მა ადამიანმა დაკარგა. ამის შესახებ ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც დამსაქმებლებმა უკვე წარადგინეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, შესაბამისი მონაცემები 20 000-მდე დამსაქმებელს აქვს წარდგენილი, თუმცა, ეს რიცხვი, და შესაბამისად, სამუშაოდაკარგულთა რაოდენობაც, გაცილებით მეტი უნდა იყოს.

ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, შესაბამის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს.

აღნიშნული სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება. დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება.

აქვე გაცობებთ, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან (04.05.2020 წელი) 6 თვის განმავლობაში”, – წერია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button