სპორტ-ნიუსისპორტი
შერმადინი ესპანეთის სამეფო თასზე ითამაშებს

შერმადინის ლენოვო ტენერიფემ შინ ვალენსია მიიღო და 2 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით:78:80 დამარცხდა
ამის მიუხედავად,ტენერიფემ მაინც მოიპოვა სამეფო თასზე თამაშის უფლება, რომელიც 17-20 თებერვალს ჩატადება.
სატურნირო ცზრილში ისეთი ვითარება იყო,რომ ლენოვოს სამეფო თასზე გასასვლელად 8 ქულაზე ნაკლები წაგებაც ყოფნიდა.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს,ის სასტარტო ხუთეულში იდგა. პარკეტზე 27,56 წუთი გაატარა და 10 ქულა,5 მოხსნა და 1 პასი მოუტანა გუნდს.
ტენერიფე ამ დროისთვის 9 მოგებით და 8 მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება.მომდევნო შეხვედრას კი კლუბი თად მაკფადენის მურსიასთან 6 თებერვალს გამართავს.