მნიშვნელოვანისიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და გაზაფხულის საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს . ამის შესახებ პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის შიგნით იყო აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

“ჩვენი პარტია მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი, ძალიან ბევრი მხარდაჭერით, ბევრი მოსაზრებებით. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მსჯელობა ყველა იმ ჯგუფებთან, რომელიც მზად არის და იბრძვის იმ ვითარების შესაცვლელად, რაც არის. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა. შაბათს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია საგაზაფხულო საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს”, – თქვა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ბოიკოტის შეწყვეტის მიზანი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოძიებაა. ფრაქცია აპირებს ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნა დაარეგისტრიროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button