შესაძლოა ამერიკაში ტრანსგენდერებს არმიაში სამსახურის უფლება მიეცეთ
“პენტაგონი განიხილავს შესაძლებლობას, ტრანსგენდერებს არმიაში სამსახურის უფლება მისცეს”, – ეს განცხადება ამერიკის თავდაცვის მდივანმა გააკეთა.
ეშტონ კარტერი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომელიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში საკითხზე იმუშავებს.
“ჩვენ უნდა ვიყოთ გარანატები იმისა, რომ ყველა, ვისაც აქვს უნარი და მზადაა იმსახუროს არმიაში, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა”, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.