მნიშვნელოვანისიახლეები

შესაძლოა ქვეყანაში კარანტინი კვლავ საჭირო გახდეს

ბოლო დღეებში გამოვლენილი შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, შესაძლოა ქვეყანაში კარანტინის გამოცხადება კიდევ ერთხელ გახდეს საჭრო. ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც ყურადღების მოდუნების შედეგია. მისივე თქმით, მეორე ტალღა ჯერ კიდევ წინ არის:

იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ახლა, მაგრამ არა იმდენად, როგორც მარტში და აპრილში. არსებობს რეალური რისკი, რომ იძულებული გავხდეთ ქვეყანაში დავაბრუნოთ საგანგებო მდგომარეობა, თუ კარანტინი თუ სხვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მობილობის გაზრდასთან ერთად, ინფიცირების რაოდენობის მატება პროგნოზირებადი იყო.

აგვისტოში მობილობა სერიოზულად გაიზარდა, სერიოზულად გაიზარდა შიდა ტურიზმი და განსაკუთრებით დაიტვირთა შავიზღვისპირეთი. ასევე გაიზარდა ფრენები, გაიზარდა ქვეყანაში შემოსვლის რაოდენობა“, – აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, საზოგადოებამ დაიჯერა, რომ საქართველომ დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მოვეშვათ. მისი თქმით, მხოლოდ სახელმწიფოს მკაცრი ზომები საქმეს ვერ უშველის და საჭიროა საზოგადოების მაღალი თვითშეგნება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა1596 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button