შესაძლოა საგარეჯოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ თინა ხიდაშელს ნდობას გამოუცხადებს, საგარეჯოს რაიონში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, მას პარლამენტში სიით მომდევნო რესპუბლიკელი – თეიმურაზ ნერგაძე შეცვლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button