შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია და “ოცნება” უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
შეხვედრა ამ წუთებში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში იწყება.შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია და “ოცნება” უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეხვედრა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო, მიზეზად კი ტექნიკური საკითხები დასახელდა.
როგორც ცნობილია, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა არსებობს. “რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ამ პროცესში და რეზოლუციის თითოეული სიტყვის შერჩევაში არის ფრთხილი”.
„ოპოზიციის ინიციატივით, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკელების” რამდენიმეხნიანი მოლაპარაკებების შედეგად, “ქართული ოცნება” დარწმუნდა, რომ პარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს და ეს რეზოლუცია უნდა იყოს ერთობლივი.
პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ რეზოლუცია იყოს მხარდაჭერილი როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი ხაზი რუსული აგრესია და მისგან მომდინარე საფრთხეები უნდა იყოს.
“რეფორმების ჯგუფში” განმარტავენ, რომ სასურველია რეზოლუცია კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის გახსნის დღესვე დადგეს, ამისთვის კი რეგისტრაციის ბოლო ვადა დღეს იწურება
“ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ დღევანდელი კონსულტაციების შედეგად, პოლიტიკური ოპონენტები რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმდებიან.