მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შეთანხმების დოკუმენტის ანულირებაზე პრეზიდენტის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ

“ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი შეთანხმების დოკუმენტის ანულირებაზე, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება . მისი შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის თაობაზე პრეზიდენტის განცხადება ნაწილობრივ არაობიექტური იყო.

„ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიყვება”, – თქვა გია ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის კიდევე რთი წევრი ირაკლი ზარქუა კი აცხადებს რომ სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციაზეც უნდა ესაუბრა.

„მე ვისურვებდი, რომ ქალბატონ პრეზიდენტს უფრო მეტი აქცენტირება გაეკეთებინა მიშელის დოკუმენტზე არმომწერი რადიკალების მისამართითაც. ჩვენ, რეალურად, ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ მომხდარიყო ესკალაციის შემცირება. მათ შორის, ხელწერა, ამ რეფორმებზე, რაც დოკუმენტში აისახა, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონოდა ჩართულობის მეტი ხარისხი. ჩვენ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, თუმცა რადიკალურ ოპოზიციაზე განცხადება, ალბათ, არ აწყენდა და უფრო დაბალანსებულად წარმოჩნდებოდა.“-აცხადებს ზარქუა

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ,3 აგვისტოს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button