“შეწყალების საქმეზე გიორგი ბადაშვილს დაკითხავენ”
“ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი, გიორგი ბადაშვილი, დაიკითხება”.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა, განუცხადა.
“გამოძიების ფარგლებში დაიკიხება ყოფილი მთავარი პროკურორი, გიორგი ბადაშვილი, რომელთანაც ალეკო ელისაშვილს შეხვედრა იმავე დღეს ჰქონდა, რა დღესაც მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს, შეხვდა,” – განაცხადა სუხიაშვილმა.
თუმცა, მისი თქმით, ბადაშვილისა და ელისაშვილის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.