მნიშვნელოვანირეგიონი

შეზღუდვების შემდეგ კახეთში 38-მა სასტუმრომ განაახლა მუშაობა

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული რეგულაციების პირობებში, რაც covid 19-ის პანდემიის პრევენციისათვის არის დაწესებული, კახეთში 38 სასტუმრო მუშაობს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციაში აცხადებენ, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები კახეთის რეგიონში სულ 38-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა.

მოქმედი სასტუმროების რიცხვში შედის: თელავში 16, გურჯაანში 5, ყვარელში 4, ახმეტაში 3, საგარეჯოში 1, სიღნაღში 1 და ლაგოდეხში 8 ობიექტი. ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულმა სასტუმროებმა დაწესებული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს და შესაბამისი შემოწმებაც გაიარეს.

„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროების ონლაინ-რუკა შექმნა, რომლებმაც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მუშაობა განაახლეს. აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პირობებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სტანდარტებისა და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ქვეყანა ანახლებს შიდა და საერთაშორისო ტურიზმს. შექმნილია შესაბამისი რეკომენდაციები და პროტოკოლები მთლიანი ტურისტული ინდუსტრიისათვის. ეს სტანდარტები ემსახურება როგორც უცხოელი ვიზიტორების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ყველა სასტუმრო მარტის შუა რიცხებში დაიკეტა.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, სასტუმროებმა მუშაობა 8 ივნისიდან განაახლეს.

მუშაობისათვის საჭირო ნებართვის ასაღებად, სასტუმროს, ჯანდაცვის სამინისტროდან სპეციალური შემოწმების საფუძველზე მიღებული ნებართვა სჭირდება.

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება აქვს გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button