მნიშვნელოვანისიახლეები

“შინ ევროპისკენ”-აქციები საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იწყება, სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები.

აქციაზე ცოტა ხანში მივლენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, მოძრაობა “სირცხვილია” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. კერძოდ: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა,

აქციის სლოგანია: “წინ ევროპისკენ”, “შინ ევროპისკენ”.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე აქცია –სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ორგანიზებით ზუგდიდის სკეიტპარკში ადგილობრივები შეიკრიბნენ „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეკრებილებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიმართეს.

„აბიტურიენტი ვარ. მინდა, ხარისხიანი განათლება ჩემს ქვეყანაში მივიღო. არ მინდა ჩემი შესაძლებლობები სხვა ქვეყანაში გამოვიყენო. არ მინდა ჩვენი მშობლები იძულებითი ემიგრანტები იყონ. ამისთვის კი საჭიროა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვიყოთ. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახში – ევროპაში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირს დროშები.

“გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია” – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა.

მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ ცოცხალი ჯაჭვით ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ საქართველოს გზა ევროპაშია. მათი თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს, უნდა გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა და არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის ქვეშ.

“შინ ევროპისკენ” – ამ სახელწოდებით, ბათუმში საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს.

ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება დედაქალაქში.

მსგავსი პოსტები

Back to top button