მნიშვნელოვანისიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუჩაში სპეცრაზმი გამოიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქციის პარალელურად ქუჩაში სპეცრაზმი გამოიყვანა. რობოკოპები და წყლის ჭავლის ავტომობილები.

“თავისუფლება მიშას!” – ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.აქციის წევრები, მსვლელობის პარალელურად, გზის სავალ ნაწილზე წარწერებს აკეთებენ.

შეგახსენებთ, შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში “პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს”.

საპროტესტო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან შეჩერდნენ.

მმართველმა პარტიამ ხალხს პოლიციისა და სპეცრაზმის კორდონი დაახვედრა. სამართალდამცველები შესაბამისი ეკიპირებით “ოცნების” ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე ჩააყენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button